საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 16 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N33, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 300 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.83 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 5.77 პროცენტით განისაზღვრა.