საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 27 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N39, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.85 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 5.79 პროცენტით განისაზღვრა.