საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 8 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N45, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 290 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტით, მაქსიმალური 5.87 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.77 პროცენტით განისაზღვრა.