საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2013 წლის 31 იანვარს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N5, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 120 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.25 პროცენტით, მაქსიმალური 5.28 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.26 პროცენტით განისაზღვრა.