საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2013 წლის 13 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N24, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 210 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.26 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.25 პროცენტით განისაზღვრა.