საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2013 წლის 7 ნოემბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N45, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3.75 პროცენტით განისაზღვრა.