საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 

ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ დელეგაცია მიიღო

04 მაისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსხვილი ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ (SOCIETE GENERALE) წარმომადგენლები მიიღო. ფრანგი ბანკირები საქართველოს საბანკო ბაზარზე არსებული ვითარებითა და მისი განვითარების პერსპექტივებით არიან დაინტერესებულნი.   „ჩვენ მივესალმებით საქართველოს საბანკო ბაზარზე უცხოურ ინვესტიციებს. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ადგილობრივ საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აისახა კიდეც საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიან სტრატეგიაში“, – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული საბანკო ბაზრის მდგომარეობის დეტალურად წარმოდგენისათვის და მათი ინტერესის სფეროში მყოფი ქართული ბანკის ამომწურავად დახასიათებისათვის.  
სხვა სიახლეები