საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ავსტრიელი კოლეგის წერილი მიიღო
22 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ავსტრიის ეროვნული ბანკის მმართველის კლაუს ლიბშერის წერილი მიიღო.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენაში თქვენთან შეხვედრა. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ორმხრივი ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარებას,“ – აღნიშნულია კლაუს ლიბშერის მიერ რომან გოცირიძისადმი გამოგზავნილ წერილში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ავსტრიის ეროვნული ბანკის მმართველის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, ვენაში გასული წლის ბოლოს იმყოფებოდა.
კლაუს ლიბშერმა ქართველ კოლეგას საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ვენაში უფასო სტაჟირების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. გარდა ამისა, ავსტრიის ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები თბილისში გამართავენ ტრენინგებსა და სემინარებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.