საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოლონეთის  ელჩი და მისი მეუღლე მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოლონეთის ელჩი და მისი მეუღლე მიიღო

25 აგვისტო, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პოლონეთის ელჩი იაცეკ მულტანოვსკი და მისი მეუღლე კინგა მულტანოვსკა მიიღო. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საქმიან კონტაქტებზე საბანკო სექტორში.   „პოლონეთი სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა. მასთან ურთიერთობა საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია, უპირველესად ეს საბანკო სექტორს შეეხება,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც 1-5 აგვისტოს, პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ლეშეკ ბალცეროვიჩის მიწვევით, პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. რომან გოცირიძემ პოლონეთის ელჩს აცნობა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოს საპასუხო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა.   პოლონეთის ელჩისა და მისი მეუღლის სტუმრობა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის მუზეუმის დათვალიერებით დასრულდა.
სხვა სიახლეები