საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო

09 ნოემბერი, 2005
აზიის განვითარების ბანკში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის დელეგაციის წევრების შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოები – სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე არიან აზიის განვითარების ბანკის აქციონერები. ბანკის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანია,  საქართველოს მთავრობისათვის აზიის განვითარების ბანკში სავარაუდო გაწევრიანების პირობების გაცნობა.   აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს შეიქმნა. მისი წევრია 63 ქვეყანა. ბანკის უმსხვილესი აქციონერები არიან აშშ, იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი. ბანკის სათავო ოფისი მანილაში (ფილიპინები) მდებარეობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის 26 ოფისი ფუნქციონირებს. აზიის განვითარების ბანკში 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს 50 ქვეყნიდან.   2004 წლის ბოლოსათვის აზიის განვითარების ბანკის მთლიანი კაპიტალი 54.2 მლრდ აშშ დოლარი იყო. ამავე პერიოდში ბანკის მიერ 64 პროექტის დასაფინანებლად გაცემული 80 სესხის მთლიანმა მოცულობამ 5.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.   აზიის განვითარების ბანკის წევრები არიან აზერბაიჯანი (1999 წლიდან) და სომხეთი, რომელიც აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციაში რამდენიმე თვის წინ მიიღეს.
სხვა სიახლეები