საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

20 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის დროს ერთ–ერთ საკითხად განხილული იყო სავაჭრო–სამომხმარებლო სფეროში ცალკეული ფულის ნიშნების მიმოქცევის გაუმჯობესების საკითხი.   როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბალი ნომინალის ფულის ნიშნების  საკმარისი მარაგია, სავაჭრო–სამომხმარებლო სფეროს ობიექტებში, კერძოდ, ბაზრობებსა და სასოფლო–სამეურნეო ბაზრებში, შეინიშნება 1 და 2 ლარის ნომინალის როგორც ლითონის, ასევე ქაღალდის  ფულის ნიშნების ნაკლებობა.   ფულად ბაზარზე შექმნილი ვითარების  დაბალანსების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოუწოდა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, დროულად მოახდინონ აღნიშნული ფულის ნიშნების გატანა ეროვნული ბანკიდან და შესაბამისად საკუთარი  კლიენტური ბაზის მომარაგება. შესაბამისად, სავაჭრო–სამომხმარებლო სფეროს ობიექტების წარმომადგენლებს შეეძლებათ, გაიტანონ როგორც ლითონის ფული, ასევე დაბალი ნომინალის ბანკნოტები ნებისმიერი კომერციული ბანკის სალაროდან.
სხვა სიახლეები