საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 

ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 

მმართველის მოადგილეს რეინ მინკას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილეს რეინ მინკას შეხვდა

10 მაისი, 2006
   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილეს რეინ მინკას, რომელიც თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არნოლდ რუიტელის დელეგაციის შემადგენლობაშია. ესტონეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ქართულ-ესტონურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა.   რომან გოცირიძისა და რეინ მინკას შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო-საფინანსო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.   რეინ მინკა – ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე, დაიბადა ქალაქ ტარტუში 1961 წელს, დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. 1992-1995 წლებში მუშაობდა ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროს ექსპერტად, 1995-2000 წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად, 1997 წელს ესტონეთის ეროვნული ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ხოლო 2000 წლიდან დღემდე არის ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე.
სხვა სიახლეები