საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების მმართველებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების მმართველებს შეხვდა

26 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და კომერციული ბანკების მმართველების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც განხილული იქნა საბანკო სისტემის შემდგომი განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხები. ყოველივე ეს საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიან (2006-2009 წ.წ.) სტრატეგიაში აისახება. დოკუმენტი ეროვნულ ბანკში მზადდება და იგი ფართო აუდიტორიას უახლოეს პერიოდში წარედგინება.   შეხვედრაზე „თიბისი-ბანკის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ საქართველოსა და სხვა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საბანკო სისტემების შედარებითი ანალიზის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს საბანკო ბაზრის შემდგომი ლიბერალიზების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაზრის ლიბერალიზებისაკენ მიმართული ინიციატივები აისახება საბანკო სექტორის განვითარების სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლებს წარედგინება.
სხვა სიახლეები