საქართველოს ეროვნული ბანკის ოზურგეთის ყოფილი ფილიალის შენობა ღია აუქციონზე გაიყიდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ოზურგეთის ყოფილი ფილიალის შენობა ღია აუქციონზე გაიყიდება

02 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკი ოზურგეთის ყოფილი ფილიალის შენობას ღია აუქციონზე გაყიდის. შენობა დაუტვირთავია მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ფილიალის საქმიანობა შეწყდა და მისი ფუნქციები ფოთის ფილიალმა შეითავსა. შენობის საწყის ფასს დამოუკიდებელი აუდიტორი დაადგენს. აუქციონის თარიღი და პირობები პრესაში გამოქვეყნდება.    საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის ინფორმაციით, შენობა ეროვნული ბანკის ბალანსზე ირიცხება, მაგრამ მისი დატვირთვა საბანკო ფუნქციით აღარ მოხდება და იგი ღია აუქციონის წესით გაიყიდება. მისივე განცხადებით, ფილიალის არსებობა როგორც ფინანსური, ისე საოპერაციო თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო. ბოლო წლებში ოზურგეთის ფილიალში ნაღდი ფულის შეტანა არ ხდებოდა და გურიის რეგიონის ბანკების ნაღდი ფულით მომარაგებას ფოთის ფილიალი ახორციელებდა.   ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ბათუმის, სოხუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ახალციხის, გორისა და გურჯაანის ფილიალები.
სხვა სიახლეები