საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარულ

 ინსტრუმენტებზე ლიმიტების დადგენის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარულ ინსტრუმენტებზე ლიმიტების დადგენის შესახებ

29 აგვისტო, 2005
მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ინსტრუმენტებზე დაადგინა  შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონები: 7-დღიან საკრედიტო აუქციონებზე სებ-ის მიერ შესყიდული რესურსების მაქსიმალური  წლიური 3 პროცენტი; 28-დღიან საკრედიტო აუქციონებზე სებ-ის მიერ შესყიდული რესურსების მაქსიმალური  წლიური 8 პროცენტი; 56-დღიან საკრედიტო აუქციონებზე სებ-ის მიერ შესყიდული რესურსების მაქსიმალური    წლიური 8 პროცენტი; 84-დღიან საკრედიტო აუქციონებზე სებ-ის მიერ შესყიდული რესურსების მაქსიმალური   წლიური 8 პროცენტი;   სადეპოზიტო აუქციონები: ·                                                  28-დღიანი დეპოზიტების მაქსიმალუ-რი საპროცენტო განაკვეთი – წლიური 8 პროცენტი; ·                                                 56-დღიანი დეპოზიტების მაქსიმა-ლური საპროცენტო განაკვეთი – წლიური 8 პროცენტი; ·                                                 84-დღიანი დეპოზიტების მაქსიმა-ლური საპროცენტო განაკვეთი – წლიური  8 პროცენტი; რეპო აუქციონები: ·                                                14 დღემდე რეპო ოპერაციებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი – 5 პროცენტი; ·                                                გარანტირებული რეპოს საპროცენტო განაკვეთი – წლიური 9 პროცენტი;   ეროვნული ბანკის ერთდღიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი – 12 პროცენტი.
სხვა სიახლეები