საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს პოლონელი ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს პოლონელი ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ

25 მარტი, 2009

25 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკს სამუშაო ვიზიტით ეწვევა პოლონეთის ეროვნული ბანკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ფინანსური სისტემების დეპარტამენტის დირექტორი პიოტრ შპუნარი, ამავე დეპარტამენტის ექსპერტები ადამ გლოგოვსკი და მასიეჟ გროჟისკი. ვიზიტი მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის კუთხით პოლონეთის ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას. სტუმრები შეხვდებიან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და ბანკის თანამშრომლებისათვის ფინანსური სტაბილურობის თემაზე სემინარს ჩაატარებენ.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პოლონეთის ეროვნულ ბანკს თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. პოლონური გამოცდილების გაზიარება საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს და სამუშაო ფორმატში მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პოლონეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29 მარტამდე გასტანს.

სხვა სიახლეები