საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

12 ოქტომბერი, 2012
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, აბსურდულია და არ შეესაბამება სიმართლეს.

არაერთხელ აღგვინიშნავს და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებიც, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და განვითარებული ნაწილია და მის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა გამართულად და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და მისი სტაბილურობის გარანტი საქართველოს ეროვნული ბანკია.

სხვა სიახლეები