საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის 23 ივნისის განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა შეტყობინება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნა 100,000 ლარამდე სასესხო პროდუქტების ბაზარი და 100,000 ლარზე მეტი მოცულობის სასესხო პროდუქტების ბაზარი. შედეგად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.
გთხოვთ, იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით).
* შენიშვნა: გადაწყვეტილებაში მოცემული სს „კრედო ბანკის" აქციონერთა პროცენტული გადანაწილება მითითებული სახით მას შემდეგ იქნება წარმოდგენილი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO" საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დარეგისტრირდება სს „კრედო ბანკის" აქციონერად.