საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში 21.3 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა
06 სექტემბერი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხა 21.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ტრანში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მეექვსე დამასრულებელი მიმოხილვის ფარგლებში გამოყო. დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოში გატარებული რეფორმები და საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ყველა პარამეტრის შესრულება გახდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული საფინანსო რესურსები საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსება მოხმარდა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 149.4 მილიონი აშშ დოლარი ჩაირიცხა.