საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელის ტექნიკის შესაძენად საშუამოვლო მომსახურებაზე გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერში მონაწილეობდა ორი კომპანია - შპს ,,გრინეტი´´ და შპს ,,გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები´´. სატენდერო კომისიის მიერ არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა. კომპანიამ ,,გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები´´ ასევე გაიმარჯვა რეზერვირება-არქივირების სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერშიც.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ ღია ტენდერი გამოცხადებული იყო ავტომანქანების შეძენისათვის გასაწევ საშუამავლო მომსახურებაზე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან - ,,კრეს ავტო ჰაუსი´´ და ,,ტოიოტა ცენტრი თბილისი´´ გამარჯვება წილად ხვდა ,,ტოიოტა ცენტრი თბილისს.