საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიში

საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიში

07 თებერვალი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის მეოთხე კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება. კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომელიც ასევე მოიცავს დაკრედიტების ტენდენციების შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციასაც.

 

დაკრედიტების სამომავლო ტენდენციებზე დოკუმენტში წარმოდგენილი მოლოდინები ასახავს მხოლოდ რესპონდენტთა შეფასებას და არა ეროვნული ბანკის პოზიციას.

 

ანგარიში ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სხვა სიახლეები