საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

30 დეკემბერი, 2013
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -16.1 მლრდ აშშ დოლარი (-26.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -101.6 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 748.0 მლნ აშშ დოლარით (1.2 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 47.1 მლნ აშშ დოლარით (78.1 მლნ ლარით) შემცირდა. 2013 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში ოპერაციული და საკურსო ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებები - დადებითი. 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.9 მლრდ აშშ დოლარია (9.9 მლრდ ლარი). მათში 51.9 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 25.0 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 22.5 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 0.5 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 16.6 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 5.5 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 2.7 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 92.8 მლნ აშშ დოლარით (154.0 მლნ ლარით) გაიზარდა და 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.1 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან 63.8 მლნ აშშ დოლარი (105.9 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, 28.8 მლნ აშშ დოლარი ( 47.8 მლნ ლარი) საკურსო ცვლილება, 0.2 მლნ აშშ დოლარი (0.3 მლნ ლარი) - კი ფასის ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მესამე კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 22.0 მლრდ აშშ დოლარი (36.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 855.4 მლნ აშშ დოლარით (1.4 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 145.6 მლნ აშშ დოლარით (241.6 მლნ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე¬ბისადმი ვალდებულებები, წინა კვარტალთან შედარებით, 267.7 მლნ აშშ დოლარით (444.3 მლნ ლარით) გაიზარდა და 11.7 მლრდ აშშ დოლარს (19.4 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 94.7 მლნ აშშ დოლარით (157.1 მლნ ლარით) შემცირდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული კლების მიზეზი იყო რეზიდენტი პირების მიერ არარეზიდენტების საკუთრებაში მყოფი სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა. 2013 წლის სექტემბრის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 554.1 მლნ აშშ დოლარი (922.3 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 568.1 მლნ აშშ დოლარი (945.5 მლნ ლარი) -  საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 268.4 მლნ აშშ დოლარი (446.7 მლნ ლარი) -  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 16.0 მლნ აშშ დოლარი (26.6 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა კლებამ 27.6 მლნ აშშ დოლარი (45.7 მლნ ლარი) შეადგინა და 8.6 მლრდ აშშ დოლარს (14.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.6 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტლის განმავლობაში 65.6 მლნ აშშ დოლარით (108.8 მლნ ლარით) შემცირდა და 152.1 მლნ აშშ დოლარი (253.2 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები საანგარიშო კვარტალში 70.5 მლნ აშშ დოლარით (117.0 მლნ ლარით) გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების მატების ხარჯზე. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის მომსახურება, რომლის საოპერაციო ცვლილებამ -39.7 მლნ აშშ დოლარი (-65.9 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად 33.3 მლნ აშშ დოლარით (55.3 მლნ ლარით) შემცირებულია საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები და 2013 წლის სექტემბრის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) უტოლდება. აღნიშნული შემცირება ძირითადად განპირობებულია საბანკო სექტორის გრძელვადიანი ვალდებულებების კლებით. 24.0 მლნ აშშ დოლარით (39.8 მლნ ლარით) არის შემცირებული სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 1.7 მლრდ აშშ დოლარს  (2.9 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით შემცირდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 37.2 მლნ აშშ დოლარით (61.7 მლნ ლარით), და მესამე კვარტალის ბოლოს 869.4 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა. 

2013 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 220.9 მლნ აშშ დოლარი (367.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები