საერთაშორისო რეიტინგი უკვე მეოთხე ქართულმა ბანკმა – „ვითიბი ბანკი საქართველომ“ მიიღო
15 თებერვალი, 2007
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings ქართულ ბანკს „ვითიბი ბანკი საქართველოს“ მიანიჭა რეიტინგი „B“. “ვითიბი ბანკი საქართველო” მეოთხე ქართული ბანკია, რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა რეიტინგები მიანიჭეს.
კერძოდ, 2006 წელს „საქართველოს ბანკს“ მინიჭებული აქვს Fitch Ratings–საგან რეიტინგი „B/B“, Moody’s-საგან რეიტინგი „B3/NP(FC) & Baa3/P-3(LC)“, Standard&Poor’s–საგან რეიტინგი „B+/B“; „თიბისი–ბანკს“ Fitch Ratings–საგან –გრძელვადიანი რეიტინგი ,,B-“, მოკლევადიანი ,,B”, „პროკრედიტბანკს“ კი – „B“.
„ვითიბი ბანკი-საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, „ავტორიტეტული კომპანია Fitch Ratings–ის მიერ ბანკისთვის პროგნოზი „სტაბილური“ მოკლევადიანი „B” და ინდივიდუალური „D/E” და მხარდაჭერის რეიტინგის „4“ მინიჭება ქართულ საბანკო ბაზარზე მის მდგრად პოზიციებზე მეტყველებს. გარდა ამისა, აღნიშნული შეფასება „ვითიბი ბანკი საქართველოს“ საერთაშორისო ბაზარზე დამატებითი რესურსების მოსაზიდად კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს, უცხოური ინსტიტუტებისათვის ბანკი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის იმიჯს.“