საერთაშორისო რეზერვები და სავალუტო ბაზარი 2005 წლის ივლისში
05 აგვისტო, 2005
მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 423.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანალიზო პერიოდის განმავლობაში ლარის აშშ დოლარის მიმართ ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა მოახდინა კორექტირება აწევის მიმართულებით. ივლისის თვის დასაწყისიდან აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.8125-დან 1.8101 ლარამდე გამყარდა. სავალუტო ბაზარზე მკვეთრი კონიუნქტურული რყევების თავიდან აცილების მიზნით უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობის დაბალანსება ეროვნული ბანკის მიერ ხდებოდა.
შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსების მიმოქცევის ამპლიტუდა 1.8000 - 1.8250 დიაპაზონში მერყეობდა.
საანალიზო პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 14395000 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 3840000 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის მიერ იქნა გაყიდული, ხოლო 1145000 აშშ დოლარი შეძენილი.