საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა გაგრძელდა

საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა გაგრძელდა

19 სექტემბერი, 2007
2007 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა 84.2  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროცენტით და  6.5 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 3.5 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 104.9 პროცენტით და 1 მილიარდ 178 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 575.1 მილიონი ლარი იყო);   სესხები  63.5 პროცენტით, 3.99 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.4 მილიარდი ლარი იყო).   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 62.4 პროცენტით და 1 მილიარდ 47 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 644.6 მილიონი ლარი იყო).     სესხები უცხოური ვალუტით  გაიზარდა 72 პროცენტით 1.77 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  1.03 მილიარდი აშშ დოლარი იყო).      დეპოზიტები   (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) გაიზარდა 64.9 პროცენტით და 2.67 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.62 მილიარდი ლარი იყო).     დეპოზიტები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 83.7 პროცენტით  919.6 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 500.7 მილიონი იყო).     დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 64.2 პროცენტით  და 1 მილიარდ 52 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  640.7 მლნ აშშ დოლარი იყო).     დეპოზიტების დოლარიზაცია  5.2 პროცენტით შემცირდა და 65.5 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 69.1 პროცენტი იყო).   საბანკო სისტემის წმინდა მოგება  გაიზარდა 36.9 პროცენტით და 77.1 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 56.3 მილიონ ლარს შეადგენდა).   ასევე სწრაფად იზრდება საბანკო სისტემის სხვა მაჩვენებლებიც. მაგალითად, პლასტიკური ბარათების ოდენობამ მილიონ 694 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 2006 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (425 ერთეული ბარათი) 299 პროცენტით მეტია.   
სხვა სიახლეები