საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა გაგრძელდა

საბანკო სექტორში დინამიკური ზრდა გაგრძელდა

30 ნოემბერი, 2007
2007 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბანკო სისტემის სტატისტიკური მაჩვენებლები კვლავინდებურად  სწრაფი ტემპით გაიზარდა.   საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 80.9 პროცენტით და  6.8 მილიარდი ლარი შეადგინა  (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 3.8 მილიარდი იყო);   სააქციო კაპიტალმა მოიმატა 113.4 პროცენტით და 1 მილიარდ 320 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 627.7 მილიონი ლარი იყო);   სესხები  69.6 პროცენტით, 4.31 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (2006 წლის ანალოგიური პერიოდში იგივე მაჩვენებელი 2.6 მილიარდი ლარი იყო).   სესხები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 69.4 პროცენტით და 1 მილიარდ 152 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 704.8 მილიონი ლარი იყო).     სესხები უცხოური ვალუტით  გაიზარდა 81.6 პროცენტით 1.94 მილიარდ აშშ დოლარამდე (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი  1.11 მილიარდი აშშ დოლარი იყო).      დეპოზიტები   (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) გაიზარდა 70.3 პროცენტით და 2.8 მილიარდი ლარი შეადგინა. (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 1.7 მილიარდი ლარი იყო).     დეპოზიტები ეროვნული ვალუტით გაიზარდა 100.9 პროცენტით  1 მილიარდ 4 მილიონ ლარამდე (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი 485.7 მილიონი იყო).     დეპოზიტებმა უცხოური ვალუტით მოიმატა 67.9 პროცენტით  და 1 მილიარდ 110 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2006 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელი  688.8 მლნ აშშ დოლარი იყო).     დეპოზიტების დოლარიზაცია  7.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.6 პროცენტი შეადგინა (2006 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 71.2 პროცენტი იყო).   საბანკო სისტემის წმინდა მოგება  გაიზარდა 58.5 პროცენტით და 103.8 მილიონი ლარი შეადგინა (2006 წლის  ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 73.1 მილიონ ლარს შეადგენდა).  
სხვა სიახლეები