რუსეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის იდეა ემოციურ ხასიათს ატარებდა

რუსეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის იდეა ემოციურ ხასიათს ატარებდა

18 ოქტომბერი, 2006
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის იდეა, რუსეთის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ გარეგინ ტოსუნიანის შეფასებით, ემოციურ ხასიათს ატარებდა. სააგენტო „რია ნოვოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში,  გარეგინ ტოსუნიანმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი იდეის წამოყენება ემოციურობის გამოვლინება იყო. მისი განცხადებით, მთელი მსოფლიო ინტეგრაციის გზით მიდის და ეროვნული ნიშნით იმის განსაზღვრა, სად უნდა გაიგზავნოს ფულადი გზავნილები და სად - არა, ეკონომიკური პროცესების მართვის არც ისე კარგი საშუალებაა.
სხვა სიახლეები