რომან გოცირიძე კიშინიოვში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

რომან გოცირიძე კიშინიოვში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

15 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობას მიიღებს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) მმართველთა საბჭოს წლიურ შეკრებაში, რომელიც 17 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება. მმართველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია BSTDB-ის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვა და ბანკის ბიუჯეტის დამტკიცება 2007 წლისათვის.   „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს.
სხვა სიახლეები