რომან გოცირიძე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო პროფკავშირული საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდა

რომან გოცირიძე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო პროფკავშირული საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდა

07 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო პროფკავშირული საზოგადოების წარმომადგენელს ოლგა ვინოგრადოვას შეხვდა.   საუბარი შეეხო საბანკო სფეროში დასაქმებული პერსონალის პროფკავშირული მოძრაობის გააქტიურებას. ოლგა ვინოგრადოვამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საერთაშორისო პროფკავშირული საზოგადოების საქმიანობის  პრიორიტეტები გააცნო.   საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაცია 140 ქვეყნის 900 პროფკავშირული ორგანიზაციის 15 მილიონი მუშაკის  უფლებებს იცავს.
სხვა სიახლეები