რომან გოცირიძე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ელმან რუსტამოვს შეხვდა

რომან გოცირიძე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ელმან რუსტამოვს შეხვდა

13 ივნისი, 2006
ბაქოში გამართული „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ელმან რუსტამოვს შეხვდა.   კოლეგამ რომან გოცირიძეს აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის ახალი შენობა და ახალი საკასო ცენტრი დაათვალიერებინა.   შეხვედრაზე საუბარი შეეხო მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ბანკებს შორის საბანკო ზედამხედველობის კუთხით ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულების მომზადებაზე, რომელსაც ხელი ელმან რუსტამოვის თბილისში სტუმრობის დროს მოეწერება.   აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტის გამოშვებას და გამოხატა ამ მონეტის აზერბაიჯანში გავრცელების სურვილი.   აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ელმან რუსტამოვის ვიზიტი თბილისში სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება.   
სხვა სიახლეები