რომან გოცირიძემ საქართველოში ეუთოს მისიის წარმომადგენლები მიიღო
17 მაისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ეკონომიკურ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც ეუთო გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის, ქვემო ქართლში წვრილი ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა ეუთოს ინიციატივას, მხარი დაუჭიროს ქვემო ქართლის რეგიონის წვრილ ფერმერულ მეურნეობებს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში და თანამშრომლობა აღუთქვა.