რომან გოცირიძემ საბანკო სექტორის წარმატებით გაძღოლისათვის წლის საუკეთესო ლიდერის პრიზი საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს უსახსოვრა
17 სექტემბერი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მედია-გამოცემა „სახე(ლ)ებისა“ და ქართველი ჟურნალისტების მიერ დაწესებული ყოველწლიური პრიზი, რომელიც მან საბანკო სექტორის წარმატებით გაძღოლისათვის, როგორც წარმატებული დარგის ლიდერმა, მიიღო, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს უსახსოვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „პრიზი ეკუთვნის საქართველოს ეროვნული ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელთა მაღალკვალიფიციური შრომა საზოგადოების მიერაც იქნა აღიარებული.“ მისი თქმით, „აღნიშნული ჯილდო ასევე სწრაფად მზარდი საბანკო სექტორის აღიარებაცაა.“