რომან გოცირიძემ იტალიური ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიიღო
04 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 4 ოქტომბერს იტალიური „ბანკა ინტეზას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო ფალიკო მიიღო, რომელიც ამავე დროს იტალიის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტია.
ანტონიო ფალიკო დაინტერესდა საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებით და აღნიშნა, რომ იტალიიის საქმიან წრეებში საქართველოს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის სურვილი დიდია.
რომან გოცირიძე მიესალმა საქართველოს საბანკო სივრცეში პოტენციური ინვესტორების შემოსვლას და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ანტონიო ფალიკო თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. აღნიშნული ფორუმი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა. საბანკო სექტორის გარდა, იტალიელი ბიზნესმენები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კვების მრეწველობისა და ხე-ტყის გადამამუშავებელი დარგებით დაინტერესდნენ.
იტალიური „ბანკა ინტეზა“ 1998 წელს დაარსდა. მისი მთლიანი კაპიტალის მოცულობა, დაახლოებით, 275 მლრდ ევროს შეადგენს.