რეფინანსირების აუქციონი
2014 წლის 11 სექტემბერს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 420 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.02 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.