ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების საკითხს განიხილავს

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების საკითხს განიხილავს

10 ივნისი, 2008

6-8 ივნისს ამსტერდამში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი 14  ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი დომინიკ სტროს-კანი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ. საქართველოს  საერთაშორისო შეხვედრაზე წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრიორიტეტები, საპასუხო მაკროეკონომიკური პოლიტიკა მაღალი კაპიტალური შემოდინებების პირობებში,  საკრედიტო კრიზისი და მიღებული გამოცდილება და სხვ.

ნიდერლანდებში ვიზიტისას დავით ამაღლობელმა შეხვედრები გამართა ამ ქვეყნის ცენტრალურ ბანკშიც. საქართველოს ეროვნული ბანკის თხოვნით, ნიდერლანდების მხარე განიხილავს საქართველოსთვის მაკროეკონომიკური მოდელირებისა და კვლევების მიმართულებით ტექნიკური დახმარების გამოყოფის საკითხს.

სხვა სიახლეები