ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11 მარტი, 2024

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ.

სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.

სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.

შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.  ასევე, გააცნო მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები.

11 მარტი, 2024

ფოტოგალერეა

9

სხვა სიახლეები