მომხმარებელმა კრედიტის აღებისას მისი რეალური საპროცენტო განაკვეთი უნდა იცოდეს

მომხმარებელმა კრედიტის აღებისას მისი რეალური საპროცენტო განაკვეთი უნდა იცოდეს

19 სექტემბერი, 2007
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრედიტების გაცემისას მომხმარებლებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი შეიმუშავა. მისი ამოქმედება სესხების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების გზით მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.   ხშირია შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პროცენტი, სხვადასხვა გადასახადების გათვალისწინებით, რეალურად უფრო მეტი გამოდის, მომხმარებელი კი ამას ვერ იგებს, ან ძალიან გვიან ხვდება.       ახალ წესში ჩამოყალიბებულია ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც შეეხება კრედიტის რეალური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებას და მის შესახებ სრული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდებას. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბანკმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს არა დეკლარირებული, არამედ რეალური (ფაქტიური) საპროცენტო განაკვეთი. მსგავსი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:   ·        საკრედიტო ხელშეკრულების ხანგრძლივობას; ·        კრედიტის მთლიან თანხას; ·        რეალურ საპროცენტო განაკვეთს; ·        დასაბრუნებელი თანხის ოდენობას, შენატანების სიხშირეს და საერთო რაოდენობას; ·        საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის გადასახადებს და საკომისიოებს.   აღნიშნული წესი, რომელიც ევროპაში მოქმედ სტანდარტებს შეესაბამება,  ძალაში მომავალი წლის დასაწყისში შევა.       
სხვა სიახლეები