ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს დასავლურ გამოცდილებას გაუზიარებს

ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს დასავლურ გამოცდილებას გაუზიარებს

31 მარტი, 2009

1–3 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებისათვის ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) ექსპერტი, ოლგერ დრაიჟერი „მენეჯერული უნარ-ჩვევების“ თემაზე სემინარს გამართავს.

ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს ზოგად მენეჯმენტში დასავლურ გამოცდილებას გაუზიარებს. სხვა საკითხებთან ერთად სტუმარი ისაუბრებს ლიდერული უნარ-ჩვევების მნიშვნელობაზე, გუნდური მუშაობის პრინციპებსა და დაგეგმვის საფეხურებზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და  ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების სააგენტოს (ATTF) შორის სემინარების ორგანიზების შესახებ შეთანხმება 2006 წელს გაფორმდა. წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, სემინარები იმართება, როგორც თბილისში, ასევე ლუქსემბურგში. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია სემინარი „ბაზელი II“ ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
 

სხვა სიახლეები