ლარიზაცია
რას ნიშნავს „ლარიზაცია“? – ეს პირველ რიგში ეროვნული ვალუტის – ლარის – ბაზრის განვითარება და ეროვნული ფულის ერთეულში დაკრედიტების წახალისებაა.
რას ნიშნავს „წახალისება“? ეროვნული ბანკი აამოქმედებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რათა კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოთხოვნის შემთხვევაში ლარით გასცენ სესხები.
„ლარიზაცია“ ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს, რადგან არაა დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე. შესაბამისად, დეპოზიტი ლარში გაცილებით ურისკო და პროგნოზირებადია, ვიდრე დოლარში.
რას არ ნიშნავს „ლარიზაცია“? –
• ეს პირველ რიგში არაა უცხოური ვალუტის კონვერტაცია („ლარზე გადახურდავება“), არცერთ ბანკს არ აქვს უფლება იძულებით გადაგიხურდავოთ ანაბარი ლარში და სხვა ნებისმიერ ვალუტში.
• არაფერი ემუქრება თქვენს ანაბარს, დეპოზიტსა თუ სესხს დოლარსა და ევროში.
• და საერთოდ, შეინახეთ ის ფულის ნიშანი, რომელიც თქვენ მოგწონთ.
საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, თუმცა ეროვნული ბანკი გირჩევთ: შეინახეთ დეპოზიტი ლარში და შეიმცირეთ რისკები, გაზარდეთ მოგება!