კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

21 ივნისი, 2007
2007 წლის მაისის ბოლოს,  2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 696.4 მლნ ლარით (48 პროცენტით) გაიზარდა და 2.1 მლრდ ლარს აღემატება.   საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 62.8 პროცენტით მოიმატა და 717.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ 51.8 პროცენტით და 852.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.   2007 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 3.1 პუნქტით შემცირდა და 66.6 პროცენტი შეადგინა.   რაც შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის მაისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 152 პროცენტით გაიზარდა და 77.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 39 პროცენტით და 796.5 მლნ ლარს მიაღწია.      კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობის მატება ძირითადად განაპირობა ლარისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებამ და მიმდინარე ანგარიშების მოცულობის ზრდამ.
სხვა სიახლეები