კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

24 მაისი, 2007
2007 წლის აპრილის ბოლოს,  2006 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (ბანკთაშორისი და მთავრობის დეპოზიტების გარეშე) მკვეთრად, 630.5 მლნ ლარით (43.4 პროცენტით) გაიზარდა და 2.08 მლრდ ლარს აღემატება.   საანალიზო პერიოდში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობამ 57.6 პროცენტით მოიმატა და 673.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტით დენომინირებული დეპოზიტებისამ 47.7 პროცენტით და 833.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.   2007 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 3 პუნქტით შემცირდა და 67.6 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2006 წლის აპრილში 70.6 პროცენტი იყო.   რაც შეეხება მხოლოდ ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, 2007 წლის აპრილის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტაში 151 პროცენტით გაიზარდა და 70.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 35 პროცენტით მოიმატა და 762.7 მლნ ლარს მიაღწია.      კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მოცულობის ზრდა ძირითადად განაპირობა ლარისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებამ და მიმდინარე ანგარიშების მოცულობის მატებამ.    
სხვა სიახლეები