კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები

05 ნოემბერი, 2008

2008 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი; მათ შორის, 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1026.8 მლნ ლარით, ანუ 14.2 პროცენტით გაიზარდა და 8235.0 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 254.3 მლნ ლარით (17.3 პროცენტით) გაიზარდა და 1725.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.0 პროცენტს შეადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 137.2 მლნ ლარი, ანუ 30.2 პროცენტი შეადგინა. საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ბანკების რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე გაიზარდა და მათმა წილმა ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 70.9 პროცენტი შეადგინა.

საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი წლის დასაწყისიდან 80.4-დან 76.9 პროცენტამდე შემცირდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები