კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2008 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 665.1 მლნ ლარით, ანუ 9.2 პროცენტით გაიზარდა და 7873.2 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 211.9 მლნ ლარით (14.4 პროცენტი) გაიზარდა და 1682.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21.4 პროცენტს შეადგენს. განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 117.8 მლნ ლარი, ანუ 25.9 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 15 ერთეულამდე გაიზარდა, და მათმა წილმა ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 85.6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80.4-დან 76.9 პროცენტამდე შემცირდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge//index.php?m=306