კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

29 ოქტომბერი, 2010

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით, ანუ 21.5 მლნ ლარით შემცირდა და 5.8 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.6 პროცენტით, ანუ 24.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1 პროცენტით, ანუ 46.3 მლნ ლარით შემცირდა, რაც მთლიანად ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 686.3 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ანუ 5.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.7 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.7 პროცენტით ანუ 18.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 49.3 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით ანუ 18.9 მლნ ლარით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.3 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისათვის 709.6 მლნ ლარით განისაზღვრა (0.2 პროცენტით ანუ 1.3 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 11.1 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 371.4 მლნ ლარია (0.2 პროცენტით, ანუ 0.8 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის სექტემბრის თვის განმავლობაში 0.6 პროცენტით ანუ 14.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 ოქტომბრისათვის  2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

სხვა სიახლეები