კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

30 აგვისტო, 2011

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 1.5 პროცენტით, ანუ 104.3 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 7.0 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 4.1 პროცენტით, ანუ 77.9 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.5 პროცენტით, ანუ 26.4 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 673.3 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით ანუ 11.4 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1 პროცენტით ანუ 2.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის ივნისთან შედარებით, ივლისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.6 პროცენტით ანუ 11.7 მლნ ლარით შემცირდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი აგვისტოსათვის 772.5 მლნ ლარით განისაზღვრა (0.8 პროცენტით ანუ 6.5 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.3 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 448.1 მლნ ლარია (1.4 პროცენტით, ანუ  6.1 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 82.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის ივლისის განმავლობაში 3.3 პროცენტით ანუ 87.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის  2.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები