კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 თებერვალი, 2013

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის იანვარში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 0.5 პროცენტით, ანუ 45.5 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 8.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 29.8 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 15.7  მლნ ლარით (0.3 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 840.2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.5 პროცენტით ანუ 48.7 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.02 პროცენტით ანუ 1.0 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.04 პროცენტით ანუ 0.9 მლნ ლარით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი თებერვლისათვის 982.4 მლნ ლარით განისაზღვრა (1.1 პროცენტით ანუ 10.8 მლნ ლარით ნაკლები პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით); 8.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 420.5 მლნ ლარია (3.5 პროცენტით, ანუ  15.2 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის იანვრის განმავლობაში 0.1 პროცენტით ანუ 5.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის  3.6  მლრდ ლარს გადააჭარბა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები