კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 აპრილი, 2013

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით, ანუ 74.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 8.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 84.7 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.7  მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 852.0 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით ანუ 20.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.8 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.0 პროცენტით ანუ 37.0 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 48.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით, მარტში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.6 პროცენტით ანუ 57.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2.3 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი აპრილისათვის 885.5 მლნ ლარით განისაზღვრა (9.0 პროცენტით ანუ 87.2 მლნ ლარით ნაკლები პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით); 9.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 427.0 მლნ ლარია (2.7 პროცენტით, ანუ 11.3 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 76.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის მარტის განმავლობაში 2.3 პროცენტით ანუ 83.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის  3.7  მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები