კომერციული ბანკების მიერ საზედამხედველო კაპიტალის შევსების შესახებ....

კომერციული ბანკების მიერ საზედამხედველო კაპიტალის შევსების შესახებ....

18 ივლისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის N44 ბრძანებით „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 2007 წლის პირველი ივლისისათვის საზედამხედველო კაპიტალი 12 მილიონ ლარამდე უნდა შეევსოთ.   მოცემული თარიღისათვის, აღნიშნული ეკონომიკური ნორმატივი საქართველოში მოქმედი 18 კომერციული ბანკიდან 17–ს შესრულებული ჰქონდა. გამონაკლისია „კასკად–ბანკი საქართველო“, რომლის ბენეფიციარი მფლობელი გახდა „საქართველოს ბანკი“.   1.სს „თიბისი ბანკი“ –  218 114 682 ლარი; 2.სს „საქართველოს ბანკი“ – 400 286 063 ლარი; 3.სს „პროკრედიტბანკი“ – 95 450 264 ლარი; 4.სს „ბანკი რესპუბლიკა“ –  61 142 628 ლარი; 5.სს „ბანკი ქართუ“ – 163 436 580 ლარი; 6.სს „ვითიბი ბანკი“ – 78 105 865 ლარი; 7.სს „საქართველოს სახალხო ბანკი“ – 14 180 280 ლარი; 8. სს „ბაზისბანკი“ – 13 949 630 ლარი; 9.სს „სტანდარტბანკი“ – 24 278 545 ლარი; 10.  სს „ბტა სილქროუდ ბანკი“ – 34 837 388 ლარი; 11.  სს „ინვესტბანკი“ – 13 265 239 ლარი; 12.  სს „კასკად ბანკი – საქართველო“ – 10 321 193 ლარი*; 13.  სს „ტაო ბანკი“ – 12 105 355 ლარი; 14.  სს „აგროინვესტბანკი“ – 22 603 499 ლარი; 15.  სს „ბანკი თეთრი“ – 12 733 841 ლარი; 16.  სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი –საქართველო“ – 17 763 180 ლარი; 17.  შპს ეკბ „კავკასიის განვითარების ბანკის“ თბილისის ფილიალი –     12 228 823 ლარი; 18.  თურქეთის სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი – 12 557 217 ლარი.  
სხვა სიახლეები