კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 ოქტომბერი, 2021

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.09  მლრდ ლარით, ანუ 1.89 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.39 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ოქტომბრისათვის 58.57 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.  

 

 

 

სხვა სიახლეები