კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

01 სექტემბერი, 2009

2009 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 46.2 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა და 7776.1 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1529.7 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 19.7 პროცენტია.

ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წინა თვესთან  შედარებით, არ შეცვლილა და მათმა წილმა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 86.2 პროცენტი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.4 პროცენტს მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

სხვა სიახლეები